\

უბისა

20.03.2018

უბისას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, ზესტაფონის აღმოსავლეთით 15 კმ-ის მოშორებით, სოფელ უბისას ჩრდილო-აღმოსავლეთით. უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. ის XIV საუკუნეშია შესრულებული და შ. ამირანაშვილის გამოკვლევებით, მხატვარ დამიანეს ეკუთვნის. უბისის ისტორია IX საუკუნიდან იწყება და იგი გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული. სწოერდ მას გამოუჩენია მონასტრის აგების ინიციატივა და მასვე უთავებია ამისათვის საჭირო სახსრების მოძიება.

 

 

უბისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, სამივე მხრიდან მინაშენებით. ტაძრის გეგმა ერთ სწორკუთა მოხაზულობაში იჭრება თუ არ ჩავთვლით სამხრეთის კარიბჭეს, რომელიც ფასადის ცენტრშია განთავსებული და დასავლეთით კედელზე მიდგმულ აბაშიძეთა საგვარეულო საძვალეს, რომელიც უკიდურეს სამხრეთით არის მოქცეული (ორივე მათგანი მოგვიანებითი გადაკეთებათა შედეგია). უშუალოდ ტაძრის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთით შემოყოლებული ეკვდერები მთლიანობაში გეგმაზე სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპს მოგვაგონებს. თავად ტაძარი მაღალია, მინაშენები კი მასზე ბევრად დაბალი. 

 

უბისის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია იმერეთში. აქაურობას ხშირად სტუმრობენ როგორც ქართველები, ასევე ტურისტები. განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ქართული ხუროთმოძღვრებით არის დაინტერესებული.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.