\

მღვიმევი

20.03.2018

მღვიმევი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 620 მეტრზე და ჭათურიდან 3 კილომეტრში მდებარეობს.

 

სოფელში ბევრ სანახაობას შეხვდებით, რომელიც თქვენზე საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი მღვიმე გახლავთ, რომელიც წარმოადგენს ორსართულიანი კლდოვანი ფარდულების და ეხების კომპლექსს. მასში აღმოჩენილია ზედა პალეოლითის შუა საფეხურის მატერიალური კულტურის ნაშთები. სრულად გაითხარა 1944 წელს. ერთ-ერთი ეხის კედელზე შემორჩენილია პირველყოფილი ადამიანის მიერ ამოკვეთილი ხაზოვან-გეომეტრიული გამოსახულება.

 

ამასთან ერთად, აქ შეგიძლიათ ნახოთ ულამაზესი დედათა მონასტერი,რომელიც მღვიმესთან ახლოს მდებარეობს. მონასტრის ტერიტორიაზე ორი ეკლესია დგას. ერთი არის მაცხოვრის სახელობის და ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანად არის მოხატული. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა.

 

მღვიმევი დამთვალიერებელს უამრავ საინტერესო სანახაობას და შთაბეჭდილებას ჰპირდება.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.