\

ბაზალეთის ტბა

20.03.2018

თბილისიდან 40 კმ-ის დაშორებით, ბაზალეთის პლატოზე მდებარეობს ამავე სახელწოდების ვულკანური წარმოშობის ტბა. ტბაში არ ჩაედინება და იქიდან არ გამოედინება არც ერთი მდინარე, ის მხოლოდ ატმოსფერული ნალექებითა და მიწის წიაღიდან ამოსული მინერალებით მდიდარი წყლებით საზრდოობს. ამის გამო ტბის წყალიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმზე და კურნავს დერმატოლოგიურ, გინეკოლოგიურ, რევმატულ და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებებს. ტბის ჰაერი კი დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე.

 

 

ბაზალეთის ტბას უკავშირდება ხალხური თქმულება, რომლის მიხედვითაც ტბის ფსკერზე, ულამაზეს წალკოტში ერთ დროს ქართველი ხალხის საყვარელ მეფე თამარს ოქროს აკვანი ჩაუსვენებია. აკვანში წევს მძინარე ყმა, რომელიც ქვეყანას მხსნელად უნდა მოევლინოს. სხვა ლეგენდის თანახმად, ამ აკვანში გაიზარდა ქართული ეპოსის გმირი ამირანი. ოქროს აკვნის მოსაძებნად ტბის ფსკერზე რამოდენიმე ექსპედიცია განხორციელდა, თუმცა უშედეგოდ.

 

 

ბაზალეთის ტბის ნაპირას გაშენებული სასტუმრო კომპლექსი თეთრი მარგალიტივით არის ჩასმული გარემოს ამ უნიკლაურ სილამაზეში. აქ შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ დამსვენებელმა მოუაროს საკუთარ ჯანმრთელობას, დაისვენოს, გაერთოს და კომფორტულად იგრძნოს თავი. ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს კიდეც და თან ჰარმონიულად აკავშირებს. კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს აძლევს ტერიტორიის შუაგულში მდებარე შადრევანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს, რომელიც სიმბოლურად ქართველი და ებრაელი ხალხის 2500 წლოვან მეგობრობასა და სიყვარულს მიეძღვნა.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.