\

მანგლისი

22.03.2018

ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მთებით გარშემორტყმულ ფართო პლატოზე არსებობდა დასახლება ოძისი, რომელიც ალგეთის ხეობის ცენტრი და საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი კერა იყო. 1795 წელს ძლიერი და მდიდარი ხეობა ირანელი დამპყრობლების სასტიკი ლაშქრობების შედეგად მთლიანად გაუკაცრიელდა. დღევანდელი დაბა მანგლისი უძველესი ოძისის ადგილზე XIX ს-ში გაჩნდა. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ნაწილების ბაზა იყო, სადაც ჯარისკაცები რეაბილიტაციას გადიოდნენ. განსაკუთრებულმა კლიმატურმა პირობებმა და წყაროებმა, რომლებიც მრავლად მოიპოვება დაბის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია ყურადღება.

 

 

1923 წელს მანგლისს ოფიციალურად მიანიჭეს კურორტის სტატუსი. იმავე წელს გაიხსნა პირველი დასასვენებელი სახლი ბავშვებისთვის, რომელსაც რამდენიმე წელიწადში ბავშვთა სანატორიუმი მიემატა. საბჭოთა პერიოდში დაბაში კვლავინდებურად ფუნქციონირებდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბაზა - სამხედრო ქალაქი საბჭოთა ოფიცრებისთვის და მათი შვილებისათვის, რომელიც 30 ჰექტარზე იყო გადაჭიმული.

 

 

მანგლისი დღეს არის საკურორტო დაბა. კურორტის სანიტარული ზონის ფარგლებში, მანგლისის პლატოს ირგვლივ მთების ფერდობებზე 200 ჰექტარზე გადაჭიმულია ფიჭვის ტყე. მანგლისის ზომიერად თბილი და მშრალი კლიმატი რეკომენდებულია სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულის მიწურული, ფიჭვის ყვავილობის და დამტვერვის დრო. დაბაში და მის შემოგარენში, ხევებსა და მთების ფერდობებზე მრავლად არის მტკნარი და მინერალური წყაროები, თუმცა მათი თვისებები ჯერჯერობთ მეცნიერულად შესწავლილი არ არის.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.