\

მყინვარწვერი

23.03.2018

 

მყინვარწვერი ჩრდილოეთ საქართველოში, კავკასიონის გვერდით ქედზე, რუსეთთან საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 5033 მეტრია. იგი აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალია. ადგილობრივი მოსახლეობა მას „ხევის პატარძალს“, მეზობელი თუშები - ლომს, ფშავლები კი გერგეთს უწოდებენ. მყინვარწვერი არის მწვერვალი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს იზიდავს. აუცილებელი არ არის იყოთ მთამსვლელი ან მეკლდეური რომ ამ საოცარ მწვერვალზე შედგათ ფეხი. აქ მოხვედრა ყველა ადამიანს შეუძლია, ვინც არ დაიზარებს და სწორ დროს, საჭირო აღჭურვილობით, გამოცდილ გუნდთან ერთად ეწვევა მას.

 

მყინვარწვერი „მიძინებული“ ვულკანია, რომელიც ცალკეული მეცნიერის აზრით, უკანასკნელად 6 ათასი წლის წინ ამოიფრქვა. მწვერვალი დაფარულია მყინვარებით, რომლებიც საკმაოდ დიდ მანძილზე ეშვებიან.ლიტერატურული წყაროების მიხედვით, მყინვარწვერი პირველად 1799 წელს დაიპყრო იოსებ მოძღვარმა (ფავლენიშვილმა), რომელსაც გამოუკვეთავს სადგომი და ორი ათწლეულის მანძილზე ქრისტიანულ მოძღვრებას ქადაგებდა. ცნობილია ისიც, რომ 1868 წელს აქ ცნობილი ინგლისელი ალპინისტი დუგლას ფრეშვილდი ასულა. მყინვარწვერის სამეცნიერო შესწავლა კი 1923 წლიდან, პირველი ქართული ექსპედიციის ჩატარებიდან იწყება.

 

 

მწვერვალი ზამთარ-ზაფხულ თოვლით არის დაფარული. მყინვარწვერზე ასვლა შესაძლებელია ნებისმიერ სეზონზე, თუმცა ზამთარში და გაზაფხულზე ის უკიდურესად საშიშ ზონას წარმოადგენს, რადგან მის ირგვლივ მრავლად არის საზვავეები. ასევე ტემპერატურა მკვეთრად დაბალია ზამთარში და შესაბამის მომზადებას და აღჭურვილობას მოითხოვს. მათთვის, ვინც ასეთი სირთულეებისთვის მზად არ არის სეზონი ზაფხულის მეორე ნახევარში იხსნება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ამ პერიოდში ყველაზე დიდხანს ანათებს მზე მყინვარის ცივ ფერდობებს, რაც თავის მხრივ იწვევს თოვლის დნობას და გზა ნაკლებად სახიფათო ხდება. სექტემბრის პირველ ნახევარში თოვლის საფარი მინიმალურ დონეს აღწევს და ნაპრალებში ჩავარდნის შანსიც მაქსიმალურად მცირდება, რადგან ყველაზე მთავარი პრობლემა - თოვლით დაფარული ნაპრალი უკვე იშვიათი ხდება. ამ პერიოდში წვიმა და ქარიშხალიც იშვიათად სტუმრობს „ხევის პატარძალს“ და შესაბამისად ტურისტთა ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ამ დროს მიემართება მწვერვალისკენ.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.