\

კახისის ტბა

23.03.2018

 

კახისის ტბაზე გალაშქრების გადაწყვეტილება არის კარგი გადაწყვეტილება, თავგადასავლების მოყვარულთათვის, ცხადია, თუ ამინდის პროგნოზი სიმშრალის გარანტიას გაძლევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბილიკი საშინლად რთული დასაძლევი იქნება და ამას ემატება ისიც, რომ კახისის ტბაზე ხშირია ნისლი, რომელიც თქვენს ხედვას მინიმუმამდე დაიყვანს. მაგრამ თუ სირთულეები გიზიდავთ და გამოცდილი მოლაშქრე ხართ, არც ამინდი იქნება პრობლემა.

 

 

კახისის ტბა მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ-ზე. კახისის ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მონახულებადია. სალაშქრო პერიოდი ტბაზე, გაზაფხულის მიწურულიდან ადრეულ შემოდგომამდე გრძელდება. კახისის ტბას გარშემო ნაძვნარი აკრავს, საპიკნიკე და საბანაკე ადგილები აქ მრავლადა არის. შეშის მოპოვებაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რადგან ირგვლივ სულ ტყეა.

 

 

ტბასთან ახლოს ასევე არის  სოფელი დაბაძველი, სოფელთან არის სასმელი წყალიც. კახისის ტბასთან ახლოს არის კიდევ ორი ტბა, ჩიტოს და წეროს ტბა. ჩიტოს ტბა კახისის ტბიდან დაშორებულია 1კმ-ით, ხოლო წეროს ტბა 2კმ-ით. გზად ტყეში, ზაფხულში მრავლადა არის კენკრა, ჟოლო და მაყვალი. ბილიკი ძალიან მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქ მოხვედრა. დაბაძველიდან უახლოეს სოფლამდე ჭობისხევამდე სამანქანო გზა 8კმ-ია, რომელზეც მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებს შუეძლიათ მოძრაობა. ფეხით ასვლის შემხვევაში, შესაძლებელია სერპანტინების სამოკლეო ბილიკებით შეცვლა და გზის შემოკლება.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.