\

ნარიყალა

15.11.2019

ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისს და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ცხიხესიმაგრე გალავნის ორი სექციისაგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარებს, გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ის დედაქალაქის ერთ-ერთი ისტორიული ტერიტორიაა, რომელსაც თავისი ისტორიული მნიშვნელობა და ღირებულება გააჩნია.

 

ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს  ციხესიმაგრე IV  საუკუნეში დაარსდა და დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI  და  XVII საუკუნეებით თარიღდება.

 

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და პატნეზებით (ბასტიონებით) გამაგრებული. ის ძნელად მისადგომი და დასაპყრობი იყო. სწორედ მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ამ ციხის დაარსება. აღსანიშნავა, რომ ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის სახით.

 

 

ნარიყალას ციხე, ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. იგი ქალაქს საბაგირო გზით უკავშირდება, რომელიც წარმოქმნის ულამაზეს ხედს და ამავდროულად, არის სრულიად უსაფრთხო გადაადგილების საშუალება. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი ადამიანი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. იგი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

 

ბოლო წლებში მისი მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა, ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაოები, დამონტაჟდა განათებები, რაც ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვასა და მისი ისტორიული მნიშვნელობით დაინტერესებას.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.