\

აბანოთუბანი

19.11.2019

აბანოთუბანი არის აბანოების უბანი, რომელიც თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ, ბუნებრივად ცხელ, მინერალურ წყლებზე გაშენეულ აბანოებს.
ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონია. აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ.

 

 ლეგენდის თანახმად, თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენა და მათზე ქალაქის გაშენება V ს. ქართლის მეფეს, ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მნიშველოვანია, რომ მასზე ინფორმაციებს არაერთ მწერალთან და მკვლევართან ვხვდებით.  X  საუკუნის არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი აბანოების შესახებ წერს: „ტფილისში არის ტიბერიადის მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“.

 

აბანოების უბანი თბილისის უძველესი ნაწილია. სწორედ აქ აღმოცენდა პირველი დასახლება. აბანოების უბანი იწყება გორგასლის მოედნის ოდნავ ქვემოთ, ვრცელდება წავკისისწყლის ხეობის ბოლომდე და თაბორის მთის კალთის მცირე მონაკვეთზე. გოგირდოვანი ცხელი წყლის წყაროები თაბორის მთიდან იღებს სათავეს. თბილისურ თერმულ წყლებს, როგორც უკვე ავღნიშნეთ, სამკურნალო თვისებები გააჩნია. წყაროების ტემპერატურა მერყეობს 24-დან 27 გრადუსამდე.

 

ისევე, როგორც სხვა აბანოებში, აქაც დარბაზები მიწისქვეშ არის განლაგებული და გადახურულია კამარებით. დარბაზები გუმბათოვანი კამარების თავზე მოწყობილი ფარნებით ნათდება. ვრცელი დარბაზი  მარმარილოთია მოპირკეთებული.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.