\

ბაკურიანი

15.11.2019

ბაკურიანი ცნობილი და პოპულარული კურორტია საქართველოში. იგი მდებარეობს ბორჯომის რაიონში, ზღის დონიდან 1700 მეტრზე. კურორტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია წიწვოვანი ტყის მასივით, ამიტომ ბაკურიანი ითვლება არა მარტო ზამთრის, არამედ  გამაჯანსაღებელ კურორტადაც. ბაკურიანი ბორჯომის რაიონს უკავშირდება, როგორც სატრანსპორტო მაგისტრალით, ასევე ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო გზით.

 

ბაკურიანი ზამთრის სეზონზე დაბალი ტემპერატურით და მდგრადი თოვლის საფარით გამოირჩევა. ზაფხული ცხელი და ხანგრძლივია.  თოვლის საფარი კურორტზე დეკემბრის დასაწყისიდან, მარტის ბოლომდეა. თოვლის საშუალო სიმაღლე კი 64 სანტიმეტრს შეადგენს.

 

 

კურორტი ბაკურიანი ასევე ცნობილია თავისი ბოტანიკური ბაღით, რომელიც 1910 წელს დაარსდა. ის მაღალმთიანი კავკასიის ალპურ მცენარეთა უმრავლესობას მოიცავს.1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე და ცხრაწყაროს უღელტეხილზე გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. 2005 წელს ბაკურიანი წარდგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად.

 

ბაკურიანში არაერთი კეთილმოწყობილი სასტუმრო ფუნქციონირებს, რომელიც წლის ნებისმიერ დროს მზადაა მიიღოს დამსვენებელი.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.