\

ბათუმი

15.11.2019

ქალაქი ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია. ის მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მეტრზე. ქალაქის სახელწოდება მოდის სიტყვა „ბათუსიდან“, რაც ნიშნავს ღრმას.არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს იმას, რომ ეს ტერიტორიები ადამიანის მიერ, ჯერ კიდევ, ძველი წელთაღრიცხვით III- I ათასწლეულებში იყო ათვისებული.ქალაქი, ბათუმის ყურის ნაპირას არის გაშენებული და ამიტომ მისი ბუნება სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი.

 

 

ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტურ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ბათუმმა რეკორდული რაოდენობის - 400000 სტუმარს უმასპინძლა. აქ ინტენსიურად ხდება თანამედროვე სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს გაიხსნა დელფინარიუმი, 2009 წელს ბათუმის ბულვარი დაგრძელდა 1.5 კილომეტრით, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აჭარბებს. აქ ასევე მოქმედებს შერატონისა და სხვა ცნობილი ბრენდების სასტუმროები.

 

 

ბათუმში არაერთი სანახაობაა, რომელიც გამოირჩევა თავისი ორიგინალურობით და სილამაზით. ესენია: ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და „ბათუმის რივიერა“ - დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე.აქ არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლური, კათოლიციზმის, ისლამური და იუდაიზმის.

 

რაც შეეხება ტრანსპორტს, ბათუმი მრავალფეროვანი სატრანსპორტო საშუალებებით გამოირჩევა. აქ არის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რკინიგზა და ნავსადგური. ქალაქში გადაადგილება შესაძლებელია ტაქსებით და ავტობუსებით. ასევე ფუნქციონირებს ავტოსადგური.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.