\

დავითგარეჯი

27.01.2020

კლდეში ნაკვეთი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარე კახეთში მდებარეობს. გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და 22 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს, მათგან 3 სადავო (აზერბაიჯანის საზღვარზე) მონაკვეთზეა მოქცეული. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საზღვრით გაყოფა დაუშვებელია.

 

 

დავითგარეჯის მონასტერი, დავით გარეჯელმა VI საუკუნეში დააარსა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად ჩამოსული “ათცამეტი ასურელი მამის” დასს ეკუთვნოდა. ის თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელსაც დავითის ლავრა ეწოდება. მის დროსვე შეიქმნა ორი სხვა მონასტერიც, რომლებიც საერთო კომპლექსში შედის – ე.წ. დოდოს რქა და ნათლისმცემელი.

 

 

დავითგარეჯის მონასტერს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეთა ქართული კულტურის ისტორიაში. აქ დიდი მშენებლობა წარმოებდა, ფრესკები იხატებოდა. ინტენსიური სამწიგნობრო მოღვაწეობა იყო გაშლილი. დავითგარეჯში მრავალი ასეული გამოქვაბული სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზოა. ბევრი მათგანის კედლებმა შემოგვინახა მნიშვნელოვანი ძველი ფრესკები, ისტორიული პირების – მათ შორის თამარ მეფის და ლაშას პორტრეტებით. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან. ასევე, საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიურობით. დავითგარეჯს ყოველდღიურად უამრავი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.