\

გერგეტის სამება

27.01.2020

 ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი - გერგეტის სამება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. სამწუხაროდ, ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ძველი წყაროების და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმინდა სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, XIV სუკუნეშია აგებული. ასევე, არ არის შემონახული ცნობები მის მშენებლებზე და მშენებლობის პროცესზე. ეს ხუროთმოძღვრული კომპლექსი გალავნითაა შემოსაზღვრული. მისი სახელწოდება  განაპირობა მისმა ადგილმდებარეობამ.  ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი- სტეფანწმინდა. ტაძარი სწორედ ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა განლაგებული. აღსანიშნავია, რომ გერგეტის სამებაში,ომების პერიოდში, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ესვენა წმინდა ნინოს ჯვარი და ინახებოდა მცხეთის საკათოლიკოსო სამკაულები.

 

 

გერგეტის სამება ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით, საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა. ტაძარს ფონად მყინვარწვერი აქვს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალია. მათი შერწყმა იმდენად ლამაზ გარემოს ქმნის, რომ მნახველს მუდამ გაოცებულს ტოვებს. მყინვარწვერისა და მისი შერწყმით თითქოს ერთგვარი ბუნების სასწაულის მომსწრე ვხდებით. ამწვანებულ მდელოზე როდესაც დგახარ და თოვლით გადათეთრებულ მყინვარს გასცქერი, მართლაც რომ იშვიათი და განუმეორებელი გრძნობა გეუფლება.

 

სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ დაწესებულია გერგეტის სამების დღესასწაული, რომელიც ყოველი წლის 16 ივლისს აღინიშნება.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.