\

გუდაური

19.11.2019

გუდაური სამთო-სათხილამურო კურორტია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობზე. თბილისიდან 120 კილომეტრში. იგი ზღვის დონიდან 2196 მ. სიმაღლეზე მდებარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა მისთვის მაინც დამახასიათებელია თბილი, მზიანი და მშვიდი ამინდები. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა, ხოლო შემდეგ ავსტრიული კომპანიის Doppelmayr- ის მიერ აშენდა საბაგირო გზა, რამაც კურორტის შემდგომი განვითარება განაპირობა. ამჟმად სულ 7 საბაგირო ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრზე კი 16 კილომეტრია.

 

 

გუდაური სრულიად თანამედროვე სამთო სათხილამურო კურორტი და იდეალური ადგილია  სპორტის ექსტრემალური სახეობების მოყვარულთათვის. თოვლის საშუალო სიმაღლე მთის ფერდობზე 1.5 მეტრს აღწევს. გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობას სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეებს. სასრიალო ბილიკების დახრილობა უდიდეს კმაყოფილებას იწვევს, როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალი მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისათვის. პროფესიონალ მოთხილამურეთათვის გუდაურის ფერდობებს გააჩნია ოთხივე სპორტული სასრიალო ბილიკი: სლალომი, სლალომი-გიგანტი, სუპერ გიგანტი და ჩქაროსნული დაშვება. ყველა სასრიალო ბილიკის კატეგორია დამტკიცებულია FIS-ის მიერ.

 

 

კურორტი გუდაური უაღრესად მიმზიდველია ზაფხულშიც. იგი დამსვენებელს შემდეგი ტიპის ტურიზმის სახეობებს სთავაზობს: საფეხმავლო ლაშქრობა თრუსოსა და ხადის ხეობაში, ცხენით გასეირნება, ფრინველებზე დაკვირვება და წყალჯომარდობა მდინარე არაგვზე. აქ ასევე შეხვდებით შუა საუკუნეების უნიკალური არქიტექტურის ნაგებობებს, ეკლესია-ტაძრებს, ციხესიმაგრეებს, და კოშკებს, რომლებიც განცვიფრებას იწვევს ამ მიდამოების მნახველებში.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.