\

ჯვრის მონასტერი - არქიტექტურის შედევრი

30.12.2019

ჯვრის მონასტერი არის VI სუკუნის ქართული, ქრისტიანული მონასტერი. ის დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის- მცხეთის პირდაპირ, იქ, სადაც არაგვი ერთვის მტკვარს და ქმნის ულამაზეს სანახაობას. ჯვრის მონასტერი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის  სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე, ამ ადგილას მეფე მირიან III-ს მაღალი ჯვარი აღუმართავს, რომელსაც არა მხოლოდ ქართველები, არამედ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც სცემდნენ თაყვანს.

 

 

 

ჯვრის მონასტრის მოსალოცად უამრავი ადამიანი მიდის, მაგრამ მათგან ცოტამ თუ იცის მისი უნიკალურობა და წარსული. ქართული ასომთავრული დამწერლობის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუში ამოკვეთილია ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის რელიეფებზე, ასევე, ტაძრის შუაში აღმართულ ჯვრის კვარცხლბეკზე (კვარცხლბეკის შემორჩენილი ნაწილი წარწერის ფრაგმენტითურთ ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში) და ა.შ.

 

მცხეთის ჯვრის მონასტერი ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, რომელიც თქვენს მხედველობას არ გამორჩება, მისი მდებარეობიდან და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.