\

თელავი

14.11.2019

ქალაქი თელავი, თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. ის მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. თელავი უძველესი ქალაქია, რომლის შესახებაც, პირველ ინფორმაციას I საუკუნის წყაროებში ვპოულობთ. ქალაქი აზიიდან ევროპისკენ მიმავალი საქარავნო გზის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. თელავი ცნობილია ღვინის ქარხნებით. შეუძლებელია ესტუმრო თელავს და არ დააგემოვნო საფერავი, წინანდალი, ქინძმარაული და სხვა ტიპის ღვინო, რომელიც სახელგანთქმულია საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ქალაქში ფუნქციონირებს ავტოსადგური. აქედან კახეთის ნებისმიერი კუთხის მიმართულებით მიდიან მიკროავტობუსები. ასევე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტომანქანის დაქირავების სერვისი, მძღოლთან ან მძღლის გარეშე.  

თელავში არაერთი ღირსშესანიშნაობაა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: წინანდლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი, რომელიც თავის ისტორიას XVII  საუკუნიდან ითვლის. წინანდლის ბაღი უნიკალურია სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარეების სიმრავლით, რომლებიც დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობისაა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, იგი ანალოგიურია ინგლისური ბაღებისა, როგორიცაა რიჩმონდი და ქიუ.

 

 

რაც შეეხება იყალთოს სამონასტრო კომპლექსს, ის თელავიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრში, სოფელ იყალთოს განაპირას მდებარეობს. მონასტერი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ- ზენონმა VI  საუკუნეში. კომპლექსიდან შემორჩენილია სამი ეკლესია.  იყალთოს აკადემიაში მიმდინარეობდა მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა. ითარგმნებოდა მრავალი მნიშვნელოვანი თხზულება ბერძნულიდან, მრავლდებოდა ხელნაწერები და იქმნებოდა ძვირფასი ნუსხები. ამ აკადემიამ დიდხანს იარსება. მისი როლი უდიდესია საქართველოს საგანმანათლებლო საკითხში. ლეგენდის თანახმად აქ სწავლობდა ქართული პოეზიის მამა- შოთა რუსთაველი.

 

კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც თელავი გვინახავს არის ძველი და ახალი შუამთის მონასტრები. ორივე კომპლექსი მნიშვნელოვან არქიტექრურულ ძეგლს წარმოადგენს. ძველი შუამთა თელავიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. კომპლექსში სამი ეკლესია შედის. ძველმა შუამთის მონასტერმა თავისი დიდება დაკარგა და დაცარიელდა XVI საუკუნეში, თუმცა ამავე საუკუნეში კახეთის დედოფალმა თინათინმა დააარსა ახალი შუამთის მონასტერი.

 

თელავში ფუნქციონირებს არაერთი კარგად მოწყობილი სასტუმრო. ისინი გამოირჩევიან შესანიშნავი არქიტექტურით და დიზაინით. ბევრი მათგანი აშენებულია ძველი ციხისა და კოშკის სტილში, რაც აქ დასვენებას უფრო საინტერესოს ხდის.  საკმარისია ერთდღიანი ვიზიტიც კი და თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება იგი. აქ ნახავთ უძველეს მარნებს, ლამაზ სახლებს, ციხე- გალავნებს და დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.