\

კაცხის სვეტი

18.01.2018

კაცხის სვეტი ბუნებრივი კირქვის მონოლითია, რომელიც მდებარეობს იმერეთის სოფელ კაცხში, ჭიათურასთან ახლოს. ის დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლისაა და გადმოჰყურებს მდინარე კაცხურას. ეს ადგილი 1944 წლამდე აუთვისებელი იყო. მისი ინტენსიური შესწავლა 1999 წლიდან დაიწყო და 2009 წლამდე გაგრძელდა. კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს ადგილი განდეგილთა სამყოფელი იყო, რომელიც თარიღდება მე-9 და მე-10 საუკუნეებით. 

 

 

კაცხის სვეტზე არის აღმართულ მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში.  ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი. ტაძარს ასევე აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითვისებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან  არ გვხვდება.

 

ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა მხოლოდ ალპინისტური აღჭურვილობით იყო შესაძლებელი. 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის ფონდმა უზრუნველყო მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები. კაცხის სვეტზე ასვლა აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევებში, ადგილობრივი ბერების ლოცვა-კურთხევით, სვეტზე მხოლოდ მამაკაცების ასვლაა შესაძლებელი.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.