\

ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი

18.01.2018

ხორნაბუჯი არის შუა საუკუნეების ციხე- ქალაქი, რომელსაც დღეს თამარის ციხედაც მოიხსენიებენ. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრის მახლობლად. იგი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ციხე-ქალაქს წარმოადგენს. თვითონ ციხის მთავარი ციტადელი მიუვალ კლდეზეა გაშენებული, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. ხორნაბუჯის ციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ძვ.წ  I  ათასწლეულში არსებობდა. 

 

1970 წელს, ხორნაბუჯში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. შიდაციხის ქვედა ეზოში გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების კარბჭისა და კედლის ნაშთი, რომელიც მომდევნო ხანაში ცეცხლმსროლელი იარაღის შემოსვლასთან დაკავშირებით გადაუკეთებიათ, დაუტანებიათ სათოფურები და საგანგებო ტახტები მეთოფურების დასადგომად.

 

 

კლდოვან მასივზე განლაგებული შიდაციხე შედგება მრავალი სათავსისა და ურთიერთდამაკავშირებელი ვიწრო და ციცაბო კიბეებისაგან. შიდაციხის შუა და ზემო ნაწილში აღმოჩნდა 2 წყალსაცავი. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა აგრეთვე შიდაციხის დასავლეთით, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა აკლდამების ჯგუფი გამოვლინდა.

 

შიდაციხისა და ქალაქის ტერიტორაზე გავლებულ საკონტროლო თხრილებში აღმოჩნდა მოჭიქული და მოუჭიქავი ჭურჭლის, ფაიანსის, ქვევრების, მოჭიქული და მოუჭიქავი კრამიტის ჭრაქებისა და სხვა ნივთების ნატეხები. გამოვლენილია როგორც ადრინდელი, ისე განვითარებული შუა საუკუნეების რკინის ისრისპირები, ქვის ბირთვები (ყუმბარები), მონეტები და სხვა ნივთები, რომლებიც ხორნაბუჯის ცხოვრების ყველაზე ინტენსიურ ხანას განეკუთვნება.

 

1837 წელს, ხორნაბუჯის ციხესიმაგრე უნახავს და დაუხატავს რუს პოეტს მიხეილ ლერმონტოვს. საქართვეოში ყოფნის დროს, ხორნაბუჯი დაათვალიერა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ. მაღალ მთაზე განლაგებული ციტადელი ახლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.