\

ქუთაისი

18.01.2018

ქალაქი ქუთაისი იმერეთში მდებარეობს. ის საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქია. ქუთაისი მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშენებული. მის ღირსშესანიშნაობებში შედის: მწვანე ყვავილას ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა დროს აგებულ 3 ეკლესიას მოიცავს, ქუთაისის ცენტრალური ბაღი, რომელიც ბულვარის სახელწოდებითაა ცნობილი, ბაგრატის საკათედრო ტაძარი, სათაფლია, გელათის მონასტერი და ა.შ.

 

 

იმერეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია: ვანის ანტიკური ნაქალაქევი, პრომეთეს მღვიმე, კაცხის სვეტი, მოწამეთას მონასტერი, უბისის მონასტერი და სხვა.

 

სატრანსპორტო საშუალებებიდან ქუთაისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსები. უშუალოდ ქალაქში, შედარებით იაფი გადაადგილების საშუალებაა ავტობუსი. ასევე არის რკინიგზის სადგური.

 

 

ქუთაისიდან 14 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქის და მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთი კეთილმოწყობილი  სასტუმრო ფუნქციონირებს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.