\

კურორტი „ყვარლის ტბა“

22.01.2018

კურორტი ყვარლის ტბა მდებარეობს საქართველოს უმშვენიერესი რეგიონის, კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთების ქვეშ. გარშემო ტყე ასწლოვანი ხეებით, წინ ტბა, რომელშიც ჩაედინება მდინარე ბურსა და ჩაგურგულა, უკან ალაზნის თვალუწვდენელი ველი, ფართო ნომრები ტერასებით და უმშვენიერესი პანორამებით უნიკალურს ხდის კურორტ ყვარლის ტბას. ზაფხულის ცხელ დღეებში შეგიძლიათ ისიამოვნოთ აქაური ულამაზესი აუზით, დაისვენოთ სპაში და ისრიალოთ წყლის თხილამურებზე. ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ განუმეორებელ ტბაში წყლის ველოსიპედით ან კატერით გაისეირნონ.

 

 

კურორტის ფართობი შეადგენს 300 ჰექტარს.  44 ჰექტარი უკავია ტბას, რომლის სიღრმე 20 მეტრია. კომპლექსში შედის სასტუმრო და რეკრეაციული ზონა outdoor სპორტის ელემენტებით. ინდივიდუალური კონდიციონერი, ტელეფონი,  ტელევიზორი, საკაბელო ტელევიზია, უკაბელო ინტერნეტი, მინი ბარი, სეიფი, სააბაზანო შხაპი, ფენი, ყველა საჭირო კოსმეტიკური საშუალება,  ჩვილის საწოლი ( მოთხოვნის შემთხვევაში ) - ყველაფერი ეს „ყვარლის ტბის“ მომსახურებაში შედის.

 

 

თუ დასვენება გსურთ და არ იცით სად წახვიდეთ, აუცილებლად გირჩევდით ყვარლის ტბას. ეს ადგილი არაჩვეულებრივია, როგორც ინდივიდუალური დასვენებისათვის, ასევე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.