\

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი

27.01.2020

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. ის დაარსდა 1912 წელს პოლონელი ბუნებისმეტყველის ლუდვიკ მლოკოსიევიჩის მიერ. ნაკრძალს უკავია 19755 ჰექტარი. აქედან ტყით დაფარულია 3/4 ჰექტარი, დანარჩენი კი  ალპური საძოვრებია. საქართველოში გავრცელებული მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა.

 

 

2003 წელს დაცული ტერიტორიის გაფართოების და ტურიზმის განვითარების მიზნით, შეიქმნა დაცული ტერიტორიები: ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი. ამ  ყველაფრის შედეგად, ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიამ ბუნების დაცვის პარალელურად, საგანმანათლებლო და რეკრეაციული ფუნქციაც შეიძინა. დღეისთვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: „როჭოს ჩანჩქერი“, „ნინოსხევის ჩანჩქერი“, „მაჭის ციხე“,“შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.

 

 

ადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც ვიზიტორს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებული ტურისტული მარშრუტებიდან მისთვის სასურველი აირჩიოს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.