\

მცხეთა

22.01.2018

ქალაქი მცხეთა, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია.  ის მდებარეობს მდინარეების- მტკვრისა და არაგვის შესაყართან, რაც მას უჩვეულო ბუნებრივ სილამაზესთან აკავშირებს. მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქი და ამჟამად უკვე, ქალაქი-მუზეუმია, რომელსაც დიდი ისტორიული წარსული აქვს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია ნამოსახლარები ადრეული ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანამდე, ანტიკური ხანის თავდაცვითი და სამოქალაქო ნაგებობები და ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების მაღალმხატვრული ნაკეთობები.

 

 

მცხეთას მრავალი დიდი ბრძოლა გადაუტანია, რის სამაგალითოდაც, დღემდე შემორჩენილია „პომპეუსის ხიდი“- რომაელი სარდლის გნეუს პომპეუსის ლაშქრობის დროს აგებული. მცხეთა ასევე დაკავშირებულია ქრისტიანობის გავრცელებასთან. სწორედ ამ ქალაქში, IV საუკუნეში, ქართლის პირველმა ქრისტიანმა მეფემ- მირიანმა აღმართა ჯვარი. მისი კვარცხლბეკი დღემდე შემორჩენილია.

 

 

ქალაქში არაერთი ღირსშესანიშნაობაა ეკლესიების სახითაც. სვეტიცხოვლის ტაძარი, რომელშიც ქრისტეს კვართია დაბრძანებული, ქართველთა უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. გარდა ამისა მცხეთაში არის სამთავროს და ანტიოქიის ეკლესიები. მცხეთიდან არცთუ ისე შორს, მცხეთის მთის წვერზე, აღმართულია ჯვრის მონასტერი.

 

 გასაკვირი არაა, რომ დედაქალაქის თბილისში გადატანით, მცხეთამ არ დაკარგა თავისი ხიბლი და გახდა ქვეყნის საეკლესიო ცენტრი. აქ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენციაა. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ მცხეთაში არის, სპეციალურად გამოყოფილი საპინკნიკე, გადმოსახედი , კარვის გასაშლელი ადგილები, ღვინის ტურები, მუზეუმები და ა.შ

მცხეთაში, ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღინიშნება დღესასწაული  მცხეთობა ანუ „სვეტიცხოვლობა“.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.