ინდივიდუალური ფრენა - მუხრანის ველი

0 კომენტარი

 

მუხრანის ველი, სადაც ძირითადად ტარდება VIP-ფრენები, მდებარეობს თბილისიდან მოშორებით, ქალაქ მცხეთასთან ახლოს. აქ წელიწადში 365 დღიდან 260 მზიანია, უამრავი უსაფრთხო დასაშვები ადგილი, სოფლის გზების ფართო ქსელი - იდეალური ადგილია საჰაერო ბურთებით ფრენისათვის. ისევე, როგორც ყველაფერი საქართველოში, მუხრანის ველი გარშემორტყმულია თვალწარმტაცი მთებით, ხოლო სიმაღლიდან იშლება პანორამა კავკასიონის მთების მწვერვალებზე.

 

 

საჰაერო ბურთით ფრენა ემოციების თვალსაზრისით ვერ შეედრება ვერც ერთ თავგადასავალს მსოფლიოში! სიმაღლიდან დანახული პეიზაჟის სილამაზე დაუვიწყარია. ბურთი მიფრინავს ნელა და სრულ სიჩუმეში. მგზავრი ვერ გრძნობს ქარს, რადგან ბურთი მასთან ერთად გადაადგილდება და მის თვალწინ ხედი 360°-ზე იშლება.საჰაერო ბურთი ადის 50 მ. სიმაღლეზე და უფრო მაღლა. დაბალ სიმაღლეზე მგზავრებს შეუძლიათ გაესაუბრონ მიწაზე მყოფ ხალხს და მაღლა ასვლისას სრული ბრწყინვალებით იშლება ხეობის პანორამა და კავკასიონის მწვერვალები…

 

ინდივიდუალური ფრენა –ფასი 2400 ლარი (1 პერსონა)

 

დაშვების შემდეგ ტურისტებს ელოდებათ ტრადიციული ჰაერნაოსნობაში გაწევრიანების ცერიმონია, შამპანიურის ბოკალით, დიპლომების გადაცემითა და სამახსოვრო სამკერდე ნიშნებით.

 

ჩვვენ დავფრინავთ ბრიტანული ფირმის Cameroon Balloons და ჩეხური ფირმის Kubicek Balloons აეროსტატებით. ყველა ბურთი ლიცენზირებულია და რეგულარულად მოწმდება ტექნიკურად.

 

 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

ინდივიდუალური ფრენა - მუხრანის ველი

0 კომენტარი
დან

₾ 2400.00 - ₾2400.00

ბილეთის ყიდვა