გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი

0 კომენტარი

დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი თბილისში, კოტე მარჯანიშვილის ქ. N 4 ში მდებარეობს.

გალაკტიონ ტაბიძე იყო გამოჩენილი ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. პოეტმა მაშინვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი.
ამ ხნის განმავლობაში არ დარჩენილა პოეტთა არც ერთი თაობა, რომელსაც მისი გავლენა არ განუცდია. გალაკტიონის ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.
მემორიალური მუზეუმი დაარსდა 1999 წელს და განთავსებულია სახლში, სადაც მწერალმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა.
მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელადაა აღდგენილი.


მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია ფოტომასალები, ხელნაწერები და სხვა დოკუმენტები, რაც გალაკტიონის ცხოვრების ერთგვარ მატიანეს წარმოადგენს.

2020 წლის 22 ივლისს ბინა-მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით გაიხსნა - რაც გულისხმობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეს. მუზეუმში სრულად არის დაცული, როგორც ბინა-მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე 18სამუზეუმო საჭიროებები. საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, ინსტალაციები კი, რომლებიც მუზეუმში დაგხვდებათ, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება.

 

  • მისამართი:  ქ. თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ.N 4
  • სამუშაო დღეები: ყოველდღე, ოფიციალური დასვენების დღეების გარდა
  • სამუშაო საათები: 10:00 – 18:30

 

ფასი:

 

  • სტანდარტული ბილეთი – 5 ლარი
  • მოსწავლე/სტუდენტი – 2 ლარი
  • გიდის მომსახურება სასკოლო ჯგუფისთვის – 5 ლარი
  • გიდის ინდივიდუალური მომსახურება ქართულ ენაზე – 10 ლარი
  • გიდის ინდივიდუალური მომსახურება ინგლისურ ენაზე – 20 ლარი
  • გიდის ინდივიდუალური მომსახურება რუსულ ენაზე – 20 ლარი

 


 შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

 

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის;
  • ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
  • სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამები

₾-დან

₾-დან

₾-დან

₾-დან

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა