ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

0 კომენტარი

ზაქარია ფალიაშვილი ამ სახლში 1915 წლიდან 1933 წლამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სწორედ ამ სახლთან არის დაკავშირებული მისი ცხოვრებისა და შემოქმედების დიდი ნაწილი.
ფალიაშვილი ნოვატორი კომპოზიტორია. მისი ოპერები ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’ ქართული მუსიკალური ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. მან ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში, მისი ესთეტიკური და სტილისტური თავისებურებების ფორმირებაში ფუძემდებლური როლი შეასრულა.

 


ზაქარია ფალიაშვილმა ქართული ოპერის სამი ტიპი შექმნა: მონუმენტური ოპერა ,,აბესალომ და ეთერი’’, ლირიკულ-დრამატული ,,დაისი’’ და გმირულ-პატრიოტული ,,ლატავრა’’. მანვე ჩაწერა და დაამუშავა 300-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, მისი როლი ასევე დიდია ქართული საგალობლების გადამუშავების საქმეში (,,წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესის ლიტურგია’’ - შედგება 22 საგალობლისგან).

 


მუზეუმში დაცულია ზაქარია ფალიაშვილის (1871-1933 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების (,,აბესალომ და ეთერი”, ,,დაისი”, ,,ლატავრა") პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, სხვადასხვა დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები, ბიბლიოთეკა და სხვა.

 

 

სამუშაო დღეები: ყოველდღე, ოფიციალური დასვენების დღეების გარდა


სამუშაო საათები: 10:00 – 18:30

 

 

ფასი: 

 

  • სტანდარტული – 2,00 ლარი
  • სტუდენტი – 1,00 ლარი
  • მოსწავლე – 0,50 ლარი

 

 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

 

 

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის;
  • ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
  • სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამები

₾-დან

₾-დან

₾-დან

₾-დან

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა