ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

0 კომენტარი

ცნობილი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, რომელიც 1982 წელს დაარსდა, მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ, კოლორიტულ უბანში კალა-უბანში, ჩახრუხაძის ქ. N17 – ეს არის საუკუნოვანი ძეგლებითა და მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით გამორჩეული, ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი. მუზეუმს ესაზღვრება VI საუკუნის ძეგლი – ანჩისხატის ტაძარი, თბილისის ერთ-ერთი კარის ნანგრევები, ბარათაშვილის თანამედროვე ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის საცხოვრებელი სახლი, გაგრძელებაზე – ერეკლე II-ის მოედანი, სადაც თავის დროს მდებარეობდა ბარათაშვილის დედის, ეფემიასა და ბიძის, გრიგოლ ორბელიანის ორსართულიანი სახლი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კარის წმ. გიორგის ეკლესია.


ბარათაშვილმა, როგორც მოაზროვნემ, საქართველოში მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას მისცა მიმართულება. მან ქართული ლექსი ყველაზე მეტად გაათავისუფლა აღმოსავლური პოეზიის მოძველებული ტრადიციებისაგან. ბარათაშვილი ფილოსოფიური ლირიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში ერთნაირი ძალით გამოიხატა როგორც ადამიანის ინტიმური გრძნობები, ისე ზოგადსაკაცობრიო იდეები.

მუზეუმში დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ეპოქალური ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები, XIX ს-ის როიალი, მხატვრული ტილოები, პოეტის შემოქმედების გამოცემები (დაწყებული 1876 წლიდან), ბარათაშვილის ლექსების პირველი კრებული, გამოცემული 1876 წელს, ფოტომასალა, სხვადასხვა კლასიკოსთა ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდი და სხვა დამხმარე მასალა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ – UNESCO, ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.


ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2017 წლის 4 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა.
სახლ-მუზეუმში მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია. საგამოფენო სივრცეში პირველადაა გამოყენებული თანამედროვე მუზეუგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია.

 

 

ბილეთების ფასები:

 

 

  • სტანდარტული ბილეთი – 5 ლარი
  • მოსწავლე/სტუდენტის ბილეთი – 2 ლარი
  • გიდის მომსახურება სასკოლო ჯგუფისთვის – 5 ლარი
  • ქართულენოვანი გიდი – 10 ლარი
  • ინგლისურენოვანი გიდი – 20 ლარი
  • რუსულენოვანი გიდი – 20 ლარი

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამები

₾-დან

₾-დან

₾-დან

₾-დან

₾-დან

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა