საგანმანათლებლო პროგრამა - პოლინდრომის სამყაროში

0 კომენტარი

თავდაყირა თუ გიცდიათ სიარული და სამყაროს განსხვავებულად აღქმა? “Sator Arepo Tenet Opera Rotas” – ცნობილ პირველ პოლინდრომს ქალაქ პომპეისთან მივყავართ, 79 წლით დათარიღებული სატორის კვადრატი სწორედ ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად გამქრალი ქალაქის ნანგრევებში აღმოაჩინეს… პოეზიის გარდა კიდევ სად გვხვდება პოლინდრომი?

 

ის, შესაძლებელია, ყოველდღიურ ცხოვრებაშია, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ… ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა „გასწავლით“ – როგორ „გამოიცნოთ“ პოლინდრომი.


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „პოლინდრომის სამყაროში“. საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

 

ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

  • ქართველი პოეტების პოლინდომულ ლექსებსა და ფრაზებს;
  • მსოფლიო პოლინდრომულ არქიტექტურულ, მხატვრულ, მუსიკალურ შედევრებს;
  • პროგრამის ბოლოს თავად შექმნიან პოლინდრომულ მათემატიკურ, პოეტურ და არქიტექტურულ ნიმუშებს.

 

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
  • ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4
  • ხუთშაბათი, 15:00 საათი
  • ღირებულება: 5 ლარი

 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამები

₾-დან

საგანმანათლებლო პროგრამა - პოლინდრომის სამყაროში

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა