საგანმანათლებლო პროგრამა - მეათე მუზა

0 კომენტარი

კინომატოგრაფიას თავისი საინტერესო ისტორია აქვს…

ყველაფერი 1895 წელს, პარიზში დაიწყო, სულ რაღაც ერთ წელიწადში კი, თბილისის სათავადაზნაურო თეატრში ქართველმა მაყურებელმა საოცარი სანახაობა იხილა…

მალე გოლოვინზე პირველი კინოთეატრი – „არფასტო“ გაჩნდა, რასაც საოცარი „მუნჯი“ კინო მოჰყვა.

საქართველოში 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“.

ეს იყო პირველი მოძრავი ფილმი ქართული კინოს ისტორიაში, რომლის პრემიერაც ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ მოეწყო.

 


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „მეათე მუზა“.


საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

 

  • მსოფლიო კინოს შექმნის ისტორიას;
  • პირველი ქართული „მუნჯი” კინოს შექმნის ისტორიას;
  • გაიცნობენ მსოფლიო და ქართული „მუნჯი“კინოს ვარსკვლავებს;
  • პროგრამის ბოლოს მონაწილეები თავად შეეცდებიან გაახმოვანონ ნაწყვეტები „მუნჯი“ ფილმებიდან.

 

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

 

  •  მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  •  ხანგრძლივობა: 90 წუთი
  •  თბილისი, გ.ჩუბინაშვილის ქ. N22
  •  ხუთშაბათი, 15:00 საათი
  •  ღირებულება: 5 ლარი
     

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - მეათე მუზა

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა