საგანმანათლებლო პროგრამა - მოკლე ჩართვა

0 კომენტარი

ყოველი, თუნდაც წარუმატებელი მცდელობა, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, – ასე ფიქრობდა თომას ედისონი. 16 წლის ასაკში თომასმა სიკვდილს გადაარჩინა რკინიგზის ერთ-ერთი სადგურის უფროსის შვილი და მადლობელ მამას ფულის ნაცვლად, რომელსაც ის დაჟინებით სთავაზობდა, სთხოვა მისთვის სატელეგრაფო საქმე ესწავლებინა. ასე დაიწყო ამ დიდი გამომგონებლისა და გენიოსის წარმატების ისტორია. 1926 წლის 19 მაისს თომას ალვა ედისონი პირველად გამოვიდა რადიოთი.

 

ის დაბნეული მივიდა მიკროფონთან და თქვა:

არ ვიცი რა ვთქვა. პირველად გამოვდივარ ასეთი რაღაცის წინ ღამე მშვიდობისა!

 

მისმა ასეთმა საქციელმა ყველა განაცვიფრა, რადგან ელექტროენერგიის სფეროში თითქმის ყველა გენიალური გამოგონება თომას ედისონს ეკუთვნოდა. იგი ყოველთვის იმეორებდა: „გენიოსი ეს არის 1% შთაგონება და 99% — ოფლი და შრომა…“


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „მოკლე ჩართვა“.


საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

 

  • ვინ იყო თომას ალვა ედისონი;
  • მოისმენენ იმ ცნობილი გამოგონებების ისტორიებს, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ;
  • რა საერთო აქვთ მორზეს ანბანსა და თომას ედისონს;
  • პროგრამის ბოლოს მონაწილეები გაშიფრავენ საიდუმლო წერილებს.

 

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა N10,
  • ხუთშაბათი, 15:00 საათი
  • ღირებულება: 5 ლარი

 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - მოკლე ჩართვა

0 კომენტარი
დან

₾5.00 - ₾5.00

ბილეთის ყიდვა