საგანმანათლებლო პროგრამა - მიწიდან ცამდე

0 კომენტარი

ალბათ დაკვირვებიხართ, ძველ ფრესკებს..

და მათზე, სხვადასხვა ფორმისა და შემკულობის გვირგვინებით გამოსახულ მეფეებს, დედოფლებსა და მათ მემკვიდრეებს..


გიფიქრიათ, რატომ მიეწერება განსაკუთრებული ძალის ფლობა გვირგვინს მატიანეებში, ზღაპრებსა და თქმულებებში?

გიფიქრიათ, რატომ ხდება ასე?


ქართველ მეფეთა სამეფო ნიშნები გარკვეულ პერიოდში ბიზანტიიდან შემოდიოდა.

ეს იყო „ოქროს გვირგვინი, ძვირფასი ქვებით შემკული“.

მეფობის ეს უმთავრესი ატრიბუტი სხვადასხვა სახეობისა და მოყვანილობის არსებობდა.

მეფის გვირგვინი სამეფო ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მეფობის უმთავრესი ნიშანი იყო.


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „მიწიდან ცამდე“.


საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ მუზეუმში ექსკურსია.

ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტომასალის გამოყენებით, ნახავენ და მოისმენენ:

 

  • გვირგვინების წარმოშობის ისტორიას;
  • ქართველ მეფეთა გვირგვინების ისტორიას;
  • გაეცნობიან ქართველ მეფეთა გვირგვინების განმასხვავებელ ნიშნებს;
  • სხვადასხვა ქვეყნების მონარქების გვირგვინებს;
  • მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო დისკუსიაში.
  •  

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.

 

  •  მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20.
  •  ხანგრძლივობა: 90 წუთი
  •  შაბათი,15:00 საათი
  •  თბილისი, გ.ჩუბინაშვილის ქ. N 22
  •  ღირებულება: 5 ლარი
     

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - მიწიდან ცამდე

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა