საგანმანათლებლო პროგრამა - მუსიკა ილიას სახლში

0 კომენტარი

 

მე-19 საუკუნის დასაწყისიდან თბილისი კავკასიის ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი გახდა.

მკვეთრად შეიცვალა მისი ცხოვრების წესი. თანდათან ფეხი მოიკიდა ევროპულმა კულტურამ, გაიზარდა ინტერესი ევროპული მუსიკისადმი, რომლის ნიმუშები დამკვიდრდა მუსიკალურ-ლიტერატურულ სალონებში, სადაც ჟღერდა ევროპული ინსტრუმენტები: ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, გიტარა, მანდოლინა, შეიქმნა ევროპული ყაიდის თბილისური და ქუთაისური სიმღერები, შესრულებული გიტარის თანხლებით ერთ, ორ და, განსაკუთრებით, სამ ხმაში. ქალაქური ფოლკლორი, რომანსები, ოპერები – ეს ის მუსიკალური ჟანრებია, რომლებიც იმ პერიოდის თბილისში იყო პოპულარული….


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „მუსიკა ილიას სახლში“.


საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ კი, ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

 

  • ქართულ-ხალხურ სიმღერებს, საგალობლებსა და რომანსებს;
  • XIX საუკუნის ქართული მუსიკის ჟანრებს;
  • მონაწილეობას მიიღებენ სახალისო კონკურსში.

 

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

 

  •  მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
  •  ხანგრძლივობა: 90 წუთი
  •  თბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქ. 22
  •  ოთხშაბათი, 15:00 საათი
  •  ღირებულება: 5 ლარი
     

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - მუსიკა ილიას სახლში

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა