საგანმანათლებლო პროგრამა - ცოცხალი ნახატები

0 კომენტარი

 

დახუჭე თვალები და…

წარმოიდგინე…

წარმოიდგინე, რომ გამოქვაბულში ხარ…

გაახილე თვალები და მიმოიხედე..ხედავ კედლებს? მოხატულს – საოცარი ფერებითა და ტექნიკით შესრულებული ულამაზესი ნახატებით? გაინტერესებს, რას მოგვითხობენ ეს ნახატები, რომლებიც ილუსტრაციის პირველ ნიმუშს წარმოადგენენ?


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ცოცხალი ნახატები“.


საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ კი, ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

 

  • უძველესი გამოქვაბულების კედლებზე აღმოჩენილი ნახატების ისტორიას;
  • ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს;
  • XIX საუკუნის კარიკატურებს;
  • პროგრამის ბოლოს ილუსტრაციების დახმარებით შექმნიან ამბებს.
  •  

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

 

  •  მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
  •  ხანგრძლივობა: 90 წუთი
  •  თბილისი, გ.ჩუბინაშვილის ქ. 22
  •  პარასკევი, 15:00 საათი
  •  ღირებულება: 5 ლარი
     

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - ცოცხალი ნახატები

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა