საგანმანათლებლო პროგრამა - გოლოვინი… ოპერიდან ოპერამდე

0 კომენტარი

„ერთს ტფილისურ მაღაზიაში შევიდა კნეინა და ბარხატნი ნაჭერი იკითხა.
კუპეცმა უპასუხა:


– რომელი ცვეტნი მოგართვათ?
– გოლუბოვი და კარიჩნი, კლეჩატი საროჩკები ხომ არ გაქვთ?
– როგორ არა კნეინაჯან! სხვა ხომ არა გნებავთ- რა? მაქვს ნაირ-ნაირი საიუბკე მატერიები, სულ ახლადჩამოტანილი…
– არა, რაც მინდოდა სხვისგან ვიყიდე, სულ რამდენი უნდა მოგართვათ?
– თითოზე დვა რუბლი გენაცვა.
– აი, ინებეთ.
– დიდად გმადლობ კნეინაჯან! კრძალვით მომიკითხე ოჯახობა”.
 

ამ და მსგავს დიალოგს მოისმენდით მე-19 საუკუნის თბილისში, კერძოდ კი, გოლოვინის პროსპექტზე.

გოლოვინის პროსპექტი თბილისის მთავარ ქუჩას, დღევანდელი რუსთაველის გამზირს ერქვა.

 

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება –ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „გოლოვინი…ოპერიდან ოპერამდე“.

 

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში. ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

 

  • მე-19 საუკუნის ტფლისის საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას;
  • გოლოვინის პროსპექტზე მდებარე შენობების ისტორიას;
  • „მოინახულებენ“ იმდროინდელი ტფილისის პოპულარულ კულტურულ-დასასვენებელ ადგილებს;
  • ბოლოს მონაწილეები თავად „შექმნიან“ გოლოვინის პროსპექტს.

 

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
  • სამშაბათი, 15:00 საათი
  • ღირებულება: 5 ლარი

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - გოლოვინი… ოპერიდან ოპერამდე

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა