საგანმანათლებლო პროგრამა - ტფილისური ფოტოსალონები

0 კომენტარი

ფოტო ინახავს წამს..და ფოტო ინახავს მთელ ეპოქას.. ალბათ, ჩვენ ყველას მოგვეპოვება არქივს შემორჩენილი სალონური ფოტოები, რომლებიც ამბებს მოგვითხრობენ – ერთი ფოტო ათას სიტყვას უდრის. ფოტოგრაფია – ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და სინათლით ხატვის ტექნიკას ნიშნავს. ფოტოგრაფია მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა საფრანგეთში, როდესაც ფრანგმა ფიზიკოსებმა გამოსახულების მიღებისა და შენახვის ხერხი აღმოაჩინეს.


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ტფილისური ფოტოსალონები“.

 

პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით კი, ნახავენ და მოისმენენ:

 

  • პირველი ფოტოსა და ფოტოაპარატის შექმნის ისტორიას;
  • ფოტოაპარატების განვითარების ეტაპებსა და სურათების გადაღების ტექნიკებს;
  • ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებსა და მათ ღვაწლს ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში;
  • პროგრამა დასრულდება სახალისო ფოტოსესიით.
  •  

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

 

  •  მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  •  ხანგრძლივობა: 90 წუთი
  •  თბილისი, გ.ჩახრუხაძის ქ. 17
  •  ოთხშაბათი, 15:00 საათი
  •  ღირებულება: 5 ლარი
     

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - ტფილისური ფოტოსალონები

0 კომენტარი
დან

₾5.00 - ₾5.00

ბილეთის ყიდვა