საგანმანათლებლო პროგრამა - სალონური ცხოვრება აივნებიან ქალაქში

0 კომენტარი

მე-19 საუკუნის ჭრელი ქალაქი, თავისი მრავალფეროვანი კულტურით: ორთაჭალის ბაღებში მოქეიფე ყარაჩოხელები და ლიტერატურულ სალონში ევროპულ ყაიდაზე შემოსილი საზოგადოება;

ყაბახზე ცხენით მოჯირითენი და ქუჩაში ეტლით მოსეირნენი;

იტალიური ოპერა და აშუღთა ჰანგები;

აღმოსავლური ქალაქის ელემენტები;

აივნები და ბანები;

ევროპული ცხოვრების სტილი.
„სალონური ცხოვრება“ საერთო ინტერესების, გემოვნებისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანების ერთიანობაა.

სალონში ხშირად იმართებოდა პოეზიის საღამოები, კონცერტები, თამაშები… როგორ შემოიჭრა ევროპა აზიურ ქალაში?

რა დაკარგა და რა შეინარჩუნა თანამედროვე თბილისმა?


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „სალონური ცხოვრება აივნებიან ქალაქში“.

 

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი აუდიო და ვიდეომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

 

  • მე-19 საუკუნის თბილისის ისტორიას;
  • შეიტყობენ საინტერესო ამბებს მუზეუმში დაცული იმ ნივთების შესახებ, რომელიც სალონური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო;
  • მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სალონური საღამოების თამაშობებში: „ფლირტი“, „ფანტი“…
  •  

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

 

  •  მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  •  ხანგრძლივობა: 90 წუთი
  •  თბილისი, ჩახრუხაძის ქ.17
  •  შაბათი, 15:00 საათი
  •  ღირებულება: 5 ლარი
     

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - სალონური ცხოვრება აივნებიან ქალაქში

0 კომენტარი
დან

₾5.00 - ₾5.00

ბილეთის ყიდვა