საგანმანათლებლო პროგრამა - ცის მზომელები

0 კომენტარი

– რომელი საათია?!

– ახედე ცას, დახედე ჩრდილს… დროსაც გამოიცნობ. დღეს ყველაფერი მარტივია… საათის გამოცნობა კი მზის სხივებით დაიწყო.
 

ქვაზე გაჩნდა ციფერბლატი და დროს სხივების მოძრაობა განსაზღვრავდა.

შემდეგ კაცობრიობამ თანდათან აითვისა წყალი, ქვიშა… და მოვიდა თანამედროვე მექანიკურ და ელექტრო საათებამდე. პირველი დროის საზომი მოწყობილობა მზის საათი იყო. საქართველოში ის, გელათის სამონასტრო კომპლექსში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ მხარის მინაშენზე იყო გამოსახული. ამ ადგილის გარდა კიდევ რამოდენიმე ადგილასაა შემორჩენილი ასეთი კედლის მზის საათები.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ცის მზომელები“.
 

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:
 

  • პირველი საათის შექმნის ისტორიას;
  • საათების განვითარების სტადიებს;
  • საინტერესო ისტორიებს სხვადასხვა სახის საათების შესახებ;
  • პროგრამა დასრულდება სახალისო ვიქტორინით.
  •  

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

 

  •  მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  •  ხანგრძლივობა: 90 წუთი
  •  თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
  •  პარასკევი,15:00 საათი
  •  ღირებულება: 5 ლარი

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - ცის მზომელები

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა