საგანმანათლებლო პროგრამა - დროშები გვიამბობენ

0 კომენტარი

ჩვენ გიყვებით დროშების შესახებ და გიყვებით ამბებს, რომლებსაც დროშები ყვებიან.. იცით, რომ ყველა სახელმწიფოს თავისი დროშა აქვს და მათ დროშებზე ყველაზე მთავარი, როგორც წესი, ფერებია..ფერებს თავისი ისტორია და მნიშვნელობა აქვთ..სწორედ ფერებით გველაპარაკებიან დროშები ადამიანებს. იცით, რომ, ჩვეულებისამებრ, დროშაზე ორი ან სამი ფერია, იშვიათად ნახავთ უფრო მეტს.

თუმცა, დროშებზე, ყველაზე ხშირად, წითელს, თეთრსა და ლურჯს ვხვდებით.. რაც შეეხება ჩვენს სახელმწიფოს, იცით, რომ ქართულ ისტორიულ წყაროებში ტერმინი „დროშა“ მე-9 საუკუნიდან გვხვდება, თუმცა, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ქართული დროშა უფრო ძველ დროს მიეკუთვნება.

მე-15 საუკუნეში ბარსელონაში გამოქვეყნდა კატალონიელი ბერის მიერ შედგენილი მსოფლიო ქვეყნების ატლასი, სადაც 4 ქართული დროშაა აღწერილი.


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „დროშები გვიამბობენ“.

 

ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩვენ მოგიყვებით დროშების შესახებ და ასევე იმ ამბებს, რომლებსაც დროშები ყვებიან.

 

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

 

  • დროშების შექმნის ისტორიას;
  • ქართული დროშების ისტორიას;
  • სხვადასხვა ტიპის დროშებსა და მათ დანიშნულებას;
  • პროგრამა დამთავრდება სახალისო აქტივობით

 

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

 

  •  მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
  •  ხანგრძლივობა: 90 წუთი
  •  თბილისი, მ.ზანდუკელის ქ.1
  •  პარასკევი, 15:00 საათი
  •  ღირებულება: 5 ლარი
     

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - დროშები გვიამბობენ

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა