მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი

0 კომენტარი


მწერალს წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. 17 წლის მანძილზე ის ხალხის მტრის და ქვეყნის მოღალატის სახელს ატარებდა და მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ შეძლო ამ იარლიყის მოშორება. მიხეილ ჯავახიშვილს შეეძლო 1924 წლის მოვლენების შემდეგ საზღვარგარეთ წასულიყო და ბოლშევიკურ ხელისუფლებას გარიდებოდა. ის საფრანგეთში სწავლობდა და ფრანგული იცოდა, მაგრამ თავად არ ისურვა სამშობლოს დატოვება. ის ხედავდა, რომ ქვეყანაში არსებობდა დიქტაქტურა, განუკითხაობა და ცდილობდა, რაღაცით მაინც ეშველა თავისი ხალხისთვის.

 


1937 წლის რეპრესიების შემდეგ საცხოვრებელი ბინა დაილუქა პირადი ნივთებისა და ავეჯის კონფისკაციით. კონფისკაციის შემდეგ ნივთების მცირე ნაწილი გარდა, დიდი ნაწილი კი განადგურდა. დაიკარგა მწერლის ხელნაწერები, ბიბლიოთეკის ნაწილი, უნიკალური პირადი ნივთები და სხვა.

 


მუზეუმში დაცულია მუზეუმში დაცულია მწერლის პირადი და მემორიალური ნივთები, უნიკალური საარქივო მასალა და საარქივო ჩანაწერები, ბიბლიოთეკა, ფონდი, რომელიც ივსება და მდიდრდება მასალებით, მუზეუმის გამოცემები: მწერლის ქალიშვილის რუსუდან ჯავახიშვილის ,,ილუსტრირებული ბიოგრაფიები“, მწერლის ფოტო-ალბომი, მიხეილ ჯავახიშვილის ,,უბის წიგნაკი“.

 

 

ბილეთის ფასები:

 

 

  • სტანდარტული ბილეთი –2,00 ლარი
  • სტუდენტური ბილეთი –1,00 ლარი
  • მოსწავლის ბილეთი –0.50 ლარი

 


 შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

 

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის;
  • ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
  • სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

 

 

კონტაქტი

21 Mikhail Javakhishvili street
10:00 - 18:30

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა