როიალ ხვანჭკარა ეკონომ ტური

0 კომენტარი

„როიალ ხვანჭკარა“ რაჭაში, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და კოლორიტული რეგიონის პატარა ქალაქ ამბროლაურში მდებარეობს, თბილისიდან 4 საათის სავალზე (260 კმ). სტუმართმოყვარე რაჭველები დაუვიწყარ მასპინძლობას გაგიწევენ მეღვინეობის უმდიდრესი კულტურით და საუცხოო ღვინით სახელგანთქმულ მხარეში.

ნაყოფიერი ნიადაგი და კლიმატი საუკეთესო პირობებს ქმნის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის წარმოებისთვის. რაჭული ღვინო დამსახურებულად ითვლება საქართველოს ეროვნულ საგანძურად.

 

ეკონომ ტური –ფასი 20 ლარი

 

 

  • დაათვალიერებთ 150-წლიანი გამოცდილების მქონე ისტორიულ ღვინის საწარმოს
  • ახლოს გაიცნობთ და დააგემოვნებთ უძვირფასეს ქართულ ღვინოებს
  • ეზიარებით დიდებული რაჭული ღვინოების დამზადების უნიკალურ ტრადიციებს
  • ისიამოვნებთ რაჭის შთამბეჭდავი პეიზაჟებით და ჯადოსნური ფერებით.
  • დეგუსტაციის დროს გამოცდილი გიდი რაჭული მეღვინეობის ტრადიციებზე გესაუბრებათ, აგიხსნით „როიალ ხვანჭკარას“ ღვინოების უნიკალობის მიზეზებს და გაგაცნობთ წარმოების ტექნოლოგიის დეტალებს.

 

  • პრემიუმ კლასის 2 ღვინის დეგუსტაცია:  „ტვიში“  „ალექსანდროული“ 

  • მისაყოლებელი: ქართული ყველის ასორტი, ჩურჩხელა, შოთის პური, წყაროს წყალი.

 

ტურში არ შედის ტრანსპორტირების ფასი.

 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

როიალ ხვანჭკარა ეკონომ ტური

0 კომენტარი
დან

₾20.00 - ₾20.00

ბილეთის ყიდვა