მეღვინეობა ხარება პრემიუმ ტური

0 კომენტარი

ყვარელში, ალაზნის ველის განაპირას მდებარეობს „მეღვინეობა ხარებას“ უნიკალური ღვინის საცავი - გვირაბი. გვირაბი კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი, იგი 1962 წელს სპეციალურად ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისთვის გაიხსნა და ამჟამად „მეღვინეობა ხარება“-ს ღვინის საცავს წარმოადგენს.

 

აქ რამდენიმე ათეული წელი ინახებოდა კახეთის რეგიონის საუკეთესო ღვინოები. მასში მთელი წლის მანძილზე შენარჩუნებულია ბუნებრივი ტემერატურა 12-14 C გრადუსი, ხოლო ტენიანობა 70%-ს შეადგენს, რაც იდეალურ პირობას ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისათვის.

 

სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ „მეღვინეობა ხარება“-ს 40-ზე მეტი დასახელების ღვინო, გამოხადონ ჭაჭა, გამოაცხონ პური, ამოავლონ ჩურჩხელა, შეწვან მწვადი, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.

 

პრემიუმ ტურში შედის:

 

  •  6 დასახელების ღვინის დეგუსტაცია 
  • ჭაჭის გამოხდა და დეგუსტაცია
  • თონეში პურის გამოცხობა
  • ჩურჩხელის ამოვლება
  • მწვადის შეწვა
  • ხინკლის მოხვევა

 

ფასი –  70 ლარი

 

ტურში არსებული ღონისძიებების  გარდა, შეგიძლიათ ყიდვის პროცესში დამატებით შეიძინოთ სასურველი აქტივობები

 

 

 

 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

მეღვინეობა ხარება პრემიუმ ტური

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა