პრომეთეს მღვიმე

5
ტურისტული ზონა ნამდვილი თავგადასავლებისთვის
  • პრომეთეს მღვიმე
    10:15
    10:30
    10:45
    11:00
    11:15
    11:30
    11:45
    12:00
    12:15
    12:30
    12:45
    13:00
    13:15
    13:30
    13:45
    14:00
    14:15
    14:30
    14:45
    15:00
    15:15
    15:30
    15:45
    16:00
    16:15
    16:30
    16:45
    17:00
    17:15
    17:30
    17:45
    18:00
    18:15
    18:30
    18:45
    19:00

დაწესებულების მახასიათებლები

  • მისამართიKumistavi, Georgia
  • კონტაქტი577 10 14 17

 

ბნელ გამოქვაბულებში სიარული არაერთი ამერიკული სათავგადასავლო ფილმის განუყოფელი ელემენტია. ბავშვობაში ინდიანა ჯონისის ადგილას ყოფნაც ბევრ ჩვენგანს სდომებია, ამ სურვილების ახდენის შესაძლებლობას საქართველოში პრომეთეს მღვიმე მოგცემთ. აქ შესულები მაშინვე პრეისტორიულ ხანაში იგრძნობთ თავს, სადაც ადამიანი და ბუნება ერთმანეთის პირისპირ რჩება. ბუნებრივად შექმნილი მღვიმე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ და დაგარწმუნებთ, რომ განსაკუთრებულ ადგილას იმყოფებით.

 

                                       “50 000 წლის მღვიმე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ბუნების ძეგლია”

 

 

 

პრომეთე - ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, ქართულად „წინდახედულს“, „შორსმჭვრეტელს“ ნიშნავს. ბერძნულ მითებში პრომეთე ღმერთებთან მებრძოლი და ადამიანების ინტერესების დამცველი გმირია. ღმერთების მიერ ტიტანების დამარცხების შემდეგ პრომეთე ადამიანების მხარეზე დადგა. როდესაც ზევსმა ადამიანებს ცეცხლი წაართვა, პრომეთე ავიდა ოლიმპოზე, ცეცხლი ლერწმის ღეროში ჩადო, ოლიმპოდან გამოიტაცა, ადამიანებს გადასცა და მისი შენახვა ასწავლა. ზევსი ამ ამბავმა გააჯავრა და მან, ღმერთების სურვილების წინააღმდეგ წასვლისათვის, ბრძანა, რომ პრომეთე მიეჯაჭვათ კავკასიონის მთის ერთ-ერთ კლდეზე. პრომეთეს მითი გავრცელებული იყო მთელს ხმელთაშუა ზღვის აუზში და კავკასიაშიც, სადაც იგი ამირანის შესახებ თქმულებას შეერწყო მრავალი საერთო ნიშნისა და დეტალის გამო.

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მას ასევე ყუმისთავის და ღლიანის მღვიმეს უწოდებენ. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი. პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება. ნავით გასეირნება არ შედის სტანდარდულ ბილეთის ფასში და იყიდება როგორც ცალკე სერვისი.

 

                                “1 საათიანი მოგზაურობა მღვიმეში, რომელიც თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდება”

 

 

საშუალო სირთულის საფეხმავლო და სანაოსნო მარშრუტი, იწყება მღვიმის ვიზიტორთა ცენტრიდან, გრძელდება კარსტრულ მღვიმეში და მიემართება მღვიმის გამოსასვლელისაკენ. გზად გაივლის არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთეს, იბერიის დარბაზებს და ვიზიტორის სურვილისამებრ, მთავრდება ქვეითი ან სანაოსნო გზით. იმერეთის რეგიონი ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა სიმრავლით გამოირჩევა. პრომეთეს, იგივე ყუმისთავის, მღვიმის ახალი დარბაზები აღმოაჩინეს დიდი ქართველი მეცნიერის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციის წევრებმა 1984 წლის 15 ივლისს.

ამ ყველაფერთან ერთად, პრომეთეს მღვიმე საუკეთესო ადგილია ულამაზესი სურათების გადასაღებად. გერმანელი სპეციალისტების მიერ მოწყობილი განათებები და ინტერიერის დეტალები თვალისმომჭრელ გარემოს ქმნის, რომლის ფირზე აღბეჭდვის სურვილი აუცილებლად გაგიჩნდებათ. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ. პრომეთეს მღვიმე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია, ამიტომ გირჩევთ, როცა დრო გამოგიჩნდებათ აუცილებლად მოინახულოთ. მღვიმე მზადაა სტუმრების მისაღებად ყოველდღ ორშაბათის გარდა დილის 10:00-დან საღამოს 19:00 საათამდე. 

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->