ოკაცეს კანიონი

5

ულამაზესი ადგილი, რომელიც ნებისმიერ ტურისტს აოცებს

დაწესებულების მახასიათებლები

  • მისამართიZeda Gordi, Georgia
  • კონტაქტი599 92 33 97

კანიონების ნახვა მთელ მსოფლიოში შეგიძლიათ და ყველგან ეს ადგილები ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება. არც საქართველოა გამოანაკლისი, თუმცა ოკაცეს კანიონი თავისი ბუნებით ყველაფრისგან განსხვავებულია. ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, სოფელი გორდის მიდამოებში მდებარეობს. უშუალოდ კანიონამდე მისასვლელად ტურისტებმა კლდეში მოწყობილი საფეხმავლო ბილიკი უნდა გაიარონ. ამის შემდეგ დაახლოებით 300 საფეხურიანი ლითონის კიბეებით გზა კიდული ბილიკებისაკენ მიდის, რომელიც კლდეშია მოწყობილი. მდინარე ოკაცე ასხის მთიდან მოედინება. მისი უძველესი – მილიონ წელზე მეტი ხნის და ულამაზესი კანიონის სიგრძე 16 კილომეტრამდეა. ოკაცეს კანიონის 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ტურისტებმა საოცარი დრო გაატარონ.

                            „მაგიური ადგილი გამაოგნებელი ბუნებრივი სილამაზით, რომელიც მილიონ წელზე მეტს ითვლის.“

 

ეს რეგიონი გაგაოცებთ ველური ბუნებით და საოცარი სილამაზის ხედებით. როგორც ტურისტები ამბობენ, ეს არის ადგილი, რომლის გამოც საქართველოში ჩამოსვლა ნამდვილად ღირს. აქ არსებული ბუნება და მისგან მიღებული შთაბეჭდილებები თქვენს მეხსიერებაში დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

კანიონი მოქცეულია მდინარე ოკაცეს ხეობაში და ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სილამაზისაა სოფელ კინჩხას სამკასკადოვანი ჩანჩქერი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და გამორჩეულია საქართველოში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ასევე გააჩნია მღვიმეები, საიდანაც კარსტული წყლები მოედინება.

                                      „დასავლეთ საქართველოს მთავარი საოცრება თანამედროვე ინფრასტუქტურით.“

ოკაცეს კანიონზე სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. აქ ნებისმიერ სეზონზე ულამაზესი გარემო დაგხვდებათ და ამასთან ერთად კეთიილმოწყობილი და საჭირო ინფასტუქტურით აღჭურვილი ტერიტორია.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, აქ განხორციელდა უნიკალური პროექტი, რომელიც ოკაცეს კანიონის გარშემო ინფრასტრუქტურის განვითრებას ითვალისწინებდა. ოკაცეს კანიონთან მოეწყო კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმა. აქვე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი და ინტერნეტკაფე. ეზოში მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ამფითეატრი, გაკეთდება ქვით მოკირწყლული ბილიკები, ეთნოგრაფიული საექსპოზიციო მოედანი და  ბევრ სხვა რამ. თუ გსურთ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ, დროა უიქენდისთვის პატარა ექსკურსია დაგეგმოთ.

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->