მოხმარების პირობები

კონფიდენციალურობის შეთანხმება

www.guru.ge წარმოადგენს ვებ პლატფორმას, რომელიც ახდენს მის მიერ მომხმარებლისთვის მისაწოდებელი მომსახურების შესახებ ინფორმაციას და შესაბამისი ბილეთების შეძენის სერვისს, რომელიც წარმოადგენს შპს „გურუ“-ს (შემდგომში „კომპანია“) საკუთრებას.

ეს კონფიდენციალურობის დებულება (შემდგომში "დებულება") ვრცელდება მხოლოდ www.guru.ge-ის ვებ-გვერდზე (შემდგომში ვებ-გვერდი").

ვებ-გვერდზე და მისი ქვედომენური დონის საიტებზე თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ ვებ-გვერდზე განთავსებული დებულება განმარტავს, თუ როგორ ვიცავთ ჩვენ მომხმარებელთა ინფორმაციას, მოპოვებულს ამ ვებ-გვერდის საშუალებით.

 

ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ იძლევით თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნეს, როგორც ეს აღწერილია მოცემულ დებულებაში.

 

ინფორმაციის შეგროვებ

როგორც ამ ვებ-გვერდის მომხმარებელი, თქვენ არ ხართ ვალდებული წარმოადგინოთ რაიმე სახის პირადი ინფორმაცია, რათა ისარგებლოთ ვებ-გვერდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენ პირადად წარადგენთ ინფორმაციას სერვისის/პროდუქტის შეძენისას. ვებ-გვერდი ინახავს მხოლოდ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მიწოდებულია მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს მონაცემებს როგორიცაა (თუმცა არ შემოიფარგლება): დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც გვაწვდით ვებ-გვერდის მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, სქესი, მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით.

 

სისტემაში შესვლისას ავტომატიზებულად მიღებული ინფორმაცია

ეს საიტი აგროვებს ინტერნეტში შესვლის სტანდარტულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენი IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და ენა, შესვლის დრო და იმ ვებ-გვერდების მისამართები, რომლიდანაც ხდება გადასვლა ბმულებზე. იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ საიტის გამართული მართვა და ხელი შევუწყოთ ნავიგაციის გაუმჯობესებას, ჩვენ ან ჩვენი მომსახურე პროვაიდერები ვიყენებთ პატარა ტექსტურ ფაილებს (cookies), რომლებიც ინახება მომხმარებლის ბრაუზერში) რომელიც საშუალებას აძლევს ვებ-გვერდს დაითვალოს კონკრეტულ გვერდზე შესული მომხმარებლების რაოდენობა და ქონდეს წვდომა გარკვეულ cookie-ფაილებზე საერთო ინფორმაციის შესაგროვებლად. ასევე, მათი შენახვა ხდება მიზნით თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებ-გვერდს, რათა უფრო მეტად განვავითაროთ და შემდგომში დავხვეწოთ ვებ-გვერდის მეშვეობით მიწოდებული მომსახურების ხარისხი.


 

ინფორმაციის გამოყენება

ამავე დროს, ამ ვებ-გვერდის მოხმარებისას შეიძლება მოთხოვნილი იქნას თქვენი პირადი ინფორმაცია, მაგალითად იმისთვის, რომ მოიპოვოთ წვდომა კონკრეტულ ინფორმაციაზე, ასეთ შემთხვევაში, წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს თქვენი მოთხოვნა, გაუმჯობესდეს ვებ-გვერდი და თქვენთვის შემოთავაზებული სერვისები. ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მარკეტინგული მიზნებისათვის, რათა დროდადრო გამოგიგზავნოთ პრომო მასალები ან ინფორმაცია კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურების შესახებ, რომელიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს. თქვენი პირადი ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას, რათა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების უფლებები და ქონება.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ, რომ ჩვენ შევწყიტოთ თქვენთვის ელექტრონული შეტყობინების გამოგზავნა ან სხვა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რაც მოჰყვა თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდებას.

 

მესამე მხარისთვის ინფორმაციის გამჟღავნება

თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მესამე მხარეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით და მხოლოდ თქვენივე მხრიდან მოთხოვნილი სერვისის მიღების უზრუნველსაყოფად.

პირადი ინფორმაცია შეიძლება ასევე მიეწოდოს სამართალდამცავ, მარეგულირებელ ან სხვა სამთავრობო უწყებებს, ან სხვა მესამე მხარეს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, ვუზრუნველყოფთ შესაბამის ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური და სრულყოფილი დაცვა.

 

ინფორმაციის უსაფრთხოება

ჩვენ გამოვიყენებთ შესაბამის ტექნოლოგიურ და ოპერაციულ უსაფრთხოების სტანდარტებს, ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დასაცავად: არასანქცირებული წვდომა, გახსნა, დამახინჯება ან განადგურება.

ჩვენს მიერ ხდება და მოხდება თქვენი პერსონალური მონაცემების და მათი შემდგომი დამუშავების დროს შემდეგი პრინციპების განუხრელი დაცვა:

1) კანონიერება და მიზანი

პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს, აუცილებელია დაცული იყოს მონაცემთა სუბიექტის ინდივიდუალური უფლებები. პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს კანონიერად და სამართლიანად, კანონმდებლობით დასაშვებ ფარგლებში და მიზნით. პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც მონაცემები შეგროვდა.

2) გამჭვირვალობა

მონაცემთა სუბიექტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მის შესახებ არსებული მონაცემების მართვა; პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს უშუალოდ იმ პირისგან, ვისაც ეს მონაცემები ეხება.

3) მონაცემთა განადგურება

პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება სამართლებრივი ან მიწოდებული მოსმახურებასთან/პროდუქტთან დაკავშირებული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ წარმოადგენს საჭიროებას, უნდა განადგურდეს.

4) კონფიდენციალურობა და მონაცემთა უსაფრთხოება

აუცილებელია მოხდეს პერსონალურ მონაცემებთან ინდივიდუალურ დონეზე კონფიდენციალური მოპყრობა და მათი დაცვა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ მონაცემებზე უნებართვო წვდომას, უკანონო დამუშავებას ან გავრცელებას, ასევე, დაკარგვას, მათში ცვლილების შეტანას ან განადგურებას.


 

დებულებაში ცვლილებების შეტანა

პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევიტანოთ ცვლილებები ან დამატებები ამ დებულებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული გვერდის დასაწყისში მოხდება რედაქტირების თარიღის მითითება. განახლებული კონფიდენციალურობის დებულება ძალაში შევა ამ ცვლილებების განხორციელების თარიღიდან. ჩვენ გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ კონფიდენციალურობის დებულებას, რათა გაეცნოთ თქვენი ინფორმაციის დაცვის მეთოდოლოგიებს.