განრიგი
მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აგებული ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური
უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულეს კომპლექსს
წარმოადგენს, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრია. ენგურჰესის ობიექტები
ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე.
ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომელსაც ცითაღის ფორმა აქვს და რკალივითაა მოხრილი. იგი სიმაღლით მსოფლიოს თაღოვანი
კაშხალების ათეულში შედის. 
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, ქართული სამშენებლო და საინჟინრო ხელოვნების
საუკეთესო ნიმუშს, 2015 წლიდან მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის
ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
2021 ნოემბრიდან პირველად ენგურჰესის ისტორიაში ვიზიტორებს საშუალება მიეცათმოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებულად საინტერესო მონაკვეთები,
რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.
2022 წლის იანვრიდან, ენგურის კაშხალი გახდა ევროპის ინდუსტრიული    
მემკვიდრეობის მარშრუტების სერტიფიცირებული წევრი.
ტურისტული მარშრუტის გენერალური გეგმა:
 კინოდარბაზი / Cinema Hall
 ქეთი მელქაძის გალერეა FE ROOM / Keti Melkadze Art Gallery FE ROOM
 გადასახედი მოედანი / The Overviewing Platform
 კაშხალი, გადასახედი / Dam, The Overlooking View
 კლდის ხელოვნების გალერეა / ROCK ART GALLERY
 წყალმიმღები შენობა / Water Intake Building
 დისკური ფარების შენობა / The Circular Shields’ Building
 გვირაბი 315, პერიმეტრალური გვირაბი / Tunnel 315, The Perimetral Tunnel
 გაგვიზიარე შენი ემოცია / Share Your Emotion













