ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნა
განახლებული ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნა
ცნობისთვის, ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის თებერვალში დაიკეტა. მიზეზი ინფრასტრუქტურული სამუშაოები იყო.
სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მიმავალ 2,5-კილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე არსებული 11 ხიდის სრულფასოვანი რეაბილიტაცია-აღდგენის სამუშაოები. ასევე, ოკაცეს კანიონის 1 000 მეტრამდე სიგრძის კიდული ბილიკის ძველი საღებავისგან გასუფთავება და განახლება.