პრომეთეს მღვიმე

06.03.2024

პრომეთეს მღვიმეში სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმები კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში.

ვიზიტორთათვის განკუთვნილი საექსკურსიო მონაკვეთი შედგება 6 დარბაზისაგან. ესენია: „არგონავტების დარბაზი“, „კოლხეთისდარბაზი“, „მედეას დარბაზი“, „სიყვარულის დარბაზი“, „პრომეთეს დარბაზი“, „საქართველოს“, ანუ „იბერიის დარბაზი“.

საფეხმავლო ბილიკის გავლის შემდეგ, ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ სანაოსნო ტურით მღვიმეში გამდინარე ნაკადზე, რომელსაც წარმოქმნის მდინარე ყუმი. მღვიმიდან გამოსვლა შესაძლებელია როგორც საფეხმავლო, ისე სანაოსნო გზით.