დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

author

18.04.2018კომენტარები 0

გაუზიარეთ ეს სტატია

პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე
შეიტყვეთ მეტი

შიდა ქართლის ისტორიული წარსულის საცავი

 

 

მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 21 კილომეტრში მდებარეობს და რეგიონის ისტორიულად მნიშვნელოვან რელიქვიებსა და არტეფაქტებს ინახავს. თუკი მიზნად მცხეთის და ზოგადად შიდა ქართლის ისტორიულ წარსულის გაცნობა გაქვთ დასახული ან უბრალოდ უძველესი კულტურის შესწავლის ინტერესი გამოძრავებთ, აღნიშნულ მუზეუმ-ნაკრძალს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

მცხეთა საქართველოს უძველესი ქრისტიანული ცენტრია. მეორე იერუსალიმად წოდებულ ქალაქში წმინდა ჯვრის, ანტიოქიის, გეთსიმანიის ეკლესიებია აღმართული. სვეტიცხოვლის ტაძარში დაფლულია იესო ქრისტეს კვართი. საქართველოს უძველესი დედაქალაქი გამორჩეული წინაქრისტიანული და ქრისტიანული ხანის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლებით, რომელთა დიდი ნაწილი UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია დაცული.

დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი აერთიანებს მსოფლიო და ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლებს: სამთავროს სამაროვანსა (ძვ.წ. II ათასწ.-ადრე შუა საუკუნეები) და ნამოსახლარს (ძვ.წ. VIII-VII სს.), არმაზციხე-ბაგინეთს - ქალაქ მცხეთის აკროპოლისსა და ქართლის მეფეთა რეზიდენციას (ძვ.წ.I-ახ.წ. VIII სს.), არმაზისხევს-პიტიახშების რეზიდენციასა და სამაროვანს (ახ.წ. II-IV სს.) და ახ.წ. I ს. აკლდამას. მუზეუმ-ნაკრძალში დაცულია მცხეთისა და მისი ისტორიული უბნების არქეოლოგიური ძეგლებიდან მომდინარე მრავალფეროვანი მასალა (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ვიდრე გვიან შუა საუკუნეების ჩათვლით) და ეთნოგრაფიული არტეფაქტები.

მუზეუმში დაცული კოლექციების ძირითად ნაწილს შეადგენს საქართველოს პირველი დედაქალაქის -მცხეთისა და მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, შემთხვევით მონაპოვარი და შეძენილი მოძრავი ძეგლები, საფონდო მასალიდან გამოიყოფა სამი მნიშვნელოვანი კოლექცია: ბრინჯაო ადრერკინის ხანის ლითონმქანდაკებლობისა და სამეთუნეო ნაწარმის ძეგლები, ანტიკური ხანის ოქრომჭედლობისა და მინის კოლექციები. ცალკე აღსანიშნავია გვიანანტიკური ხანის ბერძნულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები არმაზციხიდან და ანტიოქიის ტაძრის ტერიტორიიდან.

თეგებისაინტერესო ადგილებიკულტურაადგილები

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->