სიღნაღის ეთნოგრაფიული პარკი

სიღნაღის ეთნოგრაფიული პარკი

author

20.03.2018კომენტარები 0

გაუზიარეთ ეს სტატია

სათაფლიის ნაკრძალი
სათაფლიის ნაკრძალი
შეიტყვეთ მეტი

ადგილი,სადაც შეგიძლიათ კახეთი უკეთ გაიცნოთ

 


სიღნაღი კახეთში მდებარე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია საქართველოში. ეს ადგილი განსაუთრებით იზიდავს ტურისტებს, რადგან აქ შესაძლებლობა გაქვთ იხილოთ ქართული და ევროპული კულტურის შერწყმა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ქალაქ სიღნაღში თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ სიღნაღს ეთნოგრაფიული პარკი, რომელიც ლამაზ სანახაობასთან ერთად, ადგილობრივი კულტურის უკეთ გაცნობის საშუალებასაც მოგცემთ.

მწვანე საფარით დაფარული ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი ხედი ქალაქის ისტორიულ ცენტრსა და ალაზნის ველზე, საიდანაც კარგად მოჩანს კავკასიონის ქედი და სიღნაღის გალავანი. ეს არის ადგილი, სადაც ერთ დროს არსებობდა სამეფო სამოსახლო. იგი საქართველოს ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთ ძირითად მაგისტრალზეა განლაგებული. სიღნაღი დღეს-დღეობით ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებასა წარმოადგენს,  სიღნაღის ეთნოგრაფიულ პარკში კი ,თქვენ  შესაძლებლობა მოგეცემათ უფრო მეტი შეიტყოთ ამ კუთხის წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შესახებ.

ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც ადგილობრივი კულტურის წეს-ჩვეულებები და ყოველდღიური ცხოვრება აინტერესებს. სიღნაღის ეთნოგრაფიული პარკის სტუმრებს ნამდვილად არ ელით იმედების გაცრუება.

თეგებისაინტერესო ადგილებიკულტურატურიზმი

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->