\

სამების საკათედრო ტაძარი

23.01.2018

სამება მთავარი ქრისტიანულ- მართლმადიდებლური ტაძარია საქართველოში. ის მდებარეობს თბილისში, ავლაბარში, ელიას გორაზე. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა 1995-2004 წლებში. მშენებლობის პროცესში, ტაძრის საძირკველში ჩატანებულია არაერთი სიწმინდე. ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში- 4.  აღსანიშნავია, რომ ესეთი მაღალი და დიდი ფართობის ტაძარი ჯერ არ აშენებულა საქართველოში. ტაძრის მოცულობა 102კვ. მეტრია, თავისი სავესტიბიულო ნაწილით კი- 137 კვ.მ.  რაც შეეხება ფართობს- 5000 კვ. მეტრზე მეტია.

 

 

იგი აღჭურვილია უახლესი საკომუნიკაციო, ელექტრო, გათბობის და ვენტილაციის აპარატურით. სამების საკათედრო ტაძრის გუმბათზე აღმართული ჯვრის სიმაღლე 7.5 მეტრია. ტაძრის ექსტერიერი და ინტერიერი ძალიან საინტერესოდ არის მოწყობილი. ის ერთ-ერთი დომინანტი ნაგებობაა მტკვრის მარცხენა სანაპიროს თავზე და ფაქტობრივად, ძველი თბილისის ზემო მხარე უკავია.  იშვიათობაა ისიც, რომ ნაგებობაში შესვლა სამ სხვადასხვა დონეზე ხდება და ისიც, რომ ერთბაშად, ათეულ ათასობით მლოცველს დაიტევს. სამრეკლოზე 9 ზარია დამონტაჟებული და ორი რეჟიმი აქვს: მექანიკური და ელექტრონული. ზარებს შორის, ყველაზე დიდი 8200 კილოგრამს იწონის.

 

ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვეობის  შერწყმას წარმოადგენს. ესაა ნაზავი ჯვარგუმბათოვანსა და ცენტრალურგუმბათოვანს შორის.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.