\

სვანეთი

23.01.2018

სვანეთი საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიული მხარეა, რომელიც მდებრეობს კავკაიონის ქედის სამხრეთ კალთებზე, ასევე მდინარეების- ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელზე.სვანეთი ამჟამად, დაყოფილია ორ ნაწილად: ზემო და ქვენო სვანეთი. მათ ერთმანეთისგან ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას, სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი- ცხენისწყლის ხეობას, სათავიდან მურის ხიდამდე. სვანეთი ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი კუთხეა საქართველოში, რომელიც სახელგანთქმულია სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობით და ხატწერის ნიმუშებით. სვანური სამზარეულო გამორჩეულია კავკასიაში თავისი მრავალფეროვნებით. „სვანური მარილი“, სვანურ სუფრას განუმეორებელ გემოს ანიჭებს.

 

 

სვანეთის კოშკები და ეკლესიები „იუნესკოს“- ს მიერ არის დაცული. კოშკური დასახლებების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ადრე შუასაუკუნეებშია აგებული. კოშკი, სვანეთში გავრცელებული, თავდაცვითი ნაგებობაა. მათი უმრავლესობა 20-25 მეტრი სიმაღლისაა და შედგება 4-5 სართულისაგან, იშვიათად 6 სართულისაგან. სვანეთში არსებული ციხე -სახლები, საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. კოშკისაგან განსხვავებით, ციხე-სახლი უფრო დაბალია და შედგება 3 სართულისაგან. სვანეთის განძის დიდი ნაწილი მესტიის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმშია თავმოყრილი. მესტიის მუნიციპალიტეტში არის 45 ფრესკული ეკლესია. გარდა ამისა 107 ეკლესია, 311 სვანური კოშკი და 100-ზე მეტი სვანური სახლი. ისინი კულტურული მემკვიდეობის ძეგლებად ითვლებიან.

 

სვანეთს ამშვენებს ორთავიანი მწვერვალი უშბა, რომლიც გასაოცარ სილამაზეს ქმნის.

 

სვანეთი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. ძველებური სოფლები, მუდმივი თოვლით დაფარული მწვერვალები, აზალის საძოვრები, შუა საუკუნეების კოშკები და ტაძრები, ყოველივე ეს ძალიან დიდი საჩუქარია მოგზაურობის მოყვარულთათვის.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.