\

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ - მუზეუმი წინანდალში

13.11.2019

წინანდლის მუზეუმი მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, თელავიდან 10 კილომეტრის მოშორებით. მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის- ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში. დღეს არსებული შენობა აგებულია 1886 წელს. მასში თავმოყრილია როგორც მისი ცხოვრება- შემოქმედების, ასევე თანდროული ეპოქის მასალები- ეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი, XIX სუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები, XVIII საუკუნის ხელნაწერები, დ. ერმაკოვის ფოტოები, ფერწერის და ლითოგრაფიის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX საუკუნის ქართული, რუსული, ფრანგული ავეჯი, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი (ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული,იტალიური, ქართული, რუსული), მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა. საქართველოში არსებულ სახლ-მუზეუმებს შორის, წინანდლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მიზეუმი ღირებულია მემორიალური მასალის სიუხვით. ისინი დამთვალიერებელს აახლოვებს პოეტის ცხოვრებასთან, ამცნობს მის გემოვნება- შეხედულებებს, ხასიათს და ესთეტიკურ მიდრეკილებას.

 

 

1830 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძემ წამოიწყო დეკორატიული პარკის გაშენება, რომელსაც ამჟამად უჭირავს 18 ჰექტარი. პარკში უნიკალური სუბტროპიკულ, სამკურნალო და  ტექნიკურ მცენარეებთან ერთად, გვხვდება სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური მცენარეებიც. 1835 წელს, აქვე აშენდა ერთ-ერთი პირველი მარანი საქართველოში, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა (სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 16500- მდე ბოთლი ღვინო).

 

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 10.00- 19.00 საათამდე, ზამთარში 10.00-18.00 საათამდე.

 

მუზეუმის ფართობია 700 კვ/მ.  მას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.